29 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებს- ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას იწყებს. პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იკრიბებიან. ცესკოსთან პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს. გადაწყვეტილება ოპოზიციამ 8 საათზე გამოცხადა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ორგანიზატორებს აქვთ გეგმა, აქციამ ცესკოსთან გადაინაცვლონ და შენობის პიკეტირება მოხდეს. ისინი ამბობენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლებს არ შეუშვებენ და მათ არ მისცემენ შესაძლებლობას, დატოვონ შენობა.

ოპოზიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას დღეს უნდა დაელაპარაკოს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მათ დაპირებების არ სჯერათ.

დღის ამბები