29 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს. როგორც მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სამართალდამცავებს დაკავებული 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ.

"მქონდა კონკრეტული მტკიცებულებები მიტანილი გაყალბებულ არჩევნებზე, რომელიც იყო არაერთი და ამიტომ დამაკავეს," - განუცხადა კუპრავამ "რუსთავი 2"-ს.

კუპრავას თქმით, ის ბრძოლას აგრძელებს და ხვალიდან ისევ შეუერთდება საპროტესტო აქციებს.

დღის ამბები