29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ირაკლი კობახიძე მასხარაა, ჯერ სუს-მა ათქმევინა, მერე წავიდა სუს-ში - ხატია დეკანოიძე 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არჩევნების რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით განცხადების გაკეთება ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაავალა. როგორც ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო და ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

"ტრაგიკომედიაა, ჩვეულებრივად მასხარაა, ჯერ სუსმა ათქმევინა, მერე წავიდა სუსში, ვითომ დაიბარეს. ეს ხომ დადგმული სპექტაკლია და ამას რეალობასთან საერთო არ აქვს. ერთადერთი ადამიანია, ბიძინა ივანიშვილის მსახურებთან ერთად, რომელიც ამბობს იმას თავიდან ბოლომდე რასაც კარნახობს ივანიშვილი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გარკვეული დაჯგუფებების მობილიზებას ახდენდნენ, რომლებსაც არჩევნებზე არეულობა უნდა მოეწყოთ, ორგანიზატორებად ირაკლი კობახიძემ დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი და ნიკა მელია დაასახელა.

დღის ამბები