29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
როდის არის ვალდებული პრეზიდენტი პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს - ვახუშტი მენაბდის განმარტება

რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს და მთავრობის ფორმირება მოახდინოს - აღნიშნულ პროცედურებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი ვახუშტი "ღამის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს. 

ვახუშტი მენაბდე ასევე აღნიშნავს, თუ როდისაა ვალდებული პრეზიდენტი პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს. 

"76 მანდატი არის საჭირო იმისთვის, რომ პარლამენტი შეიკრიბოს. პარლამენტის უმრავლესობა უნდა იყოს დარბაზში, იმისთვის, რომ სხდომა გაიხსნას და შემდეგ ჩატარდეს პროცედურები. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მოილევს საკუთარ პირველად ორგანიზაციულ საკითხებს, შემდეგ უკვე გადავა მთავრობის ფორმირებაზე. მთავრობის ფორმირება არის ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გააკეთოს ახალმა პარლამენტმა.  ძველი მთავრობის უფლებამოსილება შეწყვეტილია, როგორც კონსტიტუციურ ჟარგონზე იტყვიან მთავრობა ჩემოდნებზე ზის. უპირატესობა ენიჭება პირველ ადგილზე გასულ პარტიას, მას აქვს ორი კვირა იმისთვის, რომ პარლამენტში დაარწმუნოს დეპუტატები, რომ დაარწმუნონ მის კანდიდატს მხარი და სულ ცოტა 76 ხმა შეაგროვოს. თუ ეს ვერ მოხერხდა ორი კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ უკვე პარლამენტის 51 დეპუტატს თუ ასეთი გამოჩნდა ენიჭება შესაძლებლობა თვითონ გააკეთოს ინიცირება თავისი კანდიდატის. მასაც ეძლევა ორი კვირა, იმისთვის, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა და აქაც 76 ხმაა საჭირო. თუ ეს მეორე ცდაც წარუმატებელი იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი არის უუნარო, უმრავლესობა ვერ ფორმირდება, ერთ აზრზე 76 კაცი არ არის და იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისში არ შევიდეს, პრეზიდენტი ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები. მთავრობის დროს კი შეასრულებს ძველი მთავრობა," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

დღის ამბები