29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ვახტანგ მეგრელიშილის თქმით, პარტიებმა რომლებიც გაყალბებაზე საუბრობენ, ისეთივე მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ, როგორც "გირჩმა" აღმოაჩინა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში

შეუერთდება თუ არა "გირჩი" ოპოზიციაში გახმოვანებულ იდეას საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ "გირჩი" ოპოზიციასთან შეთანხმებით მოქმედებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დასაბუთებული იყოს ამ გადაწყვეტილებების მიზეზიც და მიზანიც:

"მიუხედავად ბევრი პრობლემებისა ოპოზიცია საუბრობს, როგორ საუბრობს და როგორი ხარისხისაა ეს სხვა თემაა. ჩვენ ოპოზიციას მივყვებით ყველაფერში. ჩვენ ვცდილობდით ოპოზიცია შეგვეკავშირებინა წინასაარჩევნო პერიოდში. მე მინდა, რომ "გირჩის" ამომრჩეველმა მიიღოს პასუხი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ოპოზიციასთან ერთად. მინდა მკაფიოდ მესმოდეს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები აჟღერებენ. თუ ამას მივიღებთ, გავყვებით," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, "გირჩი" ამ დროისთვის მტკიცებულებების მოპოვების ეტაპზეა იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბება და პროცესის ხარვეზები დაადასტუროს. მეგრელიშვილის თქმით, თავად მანაც და მისმა ამომრჩეველმაც ფაქტების მეშვეობით უნდა დაიჯერონ სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები და არა უცხოელი დიპლომატების სიტყვას ენდონ ბრმად:

"როდესაც ასეთი განცხადებებია, ამერიკის საელჩო იქნება თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მე ჩემი ტვინი მაქვს, ჩემი გონება მაქვს და შემიძლია თვითონ მივიღო გადაწყვეტილება, ამისთვის მე მჭირდება ინფორმაცია, რომ დავრწმუნდე, რომ არჩევნები მართლა გაყალბდა," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა საუბრისას ოპოზიციური კონსენსუსის მნიშვნელობაზე რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება

""გირჩი" ოპოზიციის გარეშე არაფერს არ აპირებს. საქმე იმაშია, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია რამე სხვას გადაწყვეტს. შეიძლება მთელი ოპოზიციის გადაწყვეტილება შეიცვალოს. აქ საუბარია კონსენსუსზე, ეს გადაწყვეტილება უნდა მოხდეს შეთანხმებულად, ჩვენ ველოდებით, დავრწმუნდეთ, რომ შეთანხმება შესაძლებელია. რაზე და რატო ვთანხმდებით, ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ არაფერი გადასაწყვეტი არ გვაქვს, ჩვენ კონსენსუსს მივყვებით," - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, პარტიებმა რომლებიც გაყალბებაზე საუბრობენ, ისეთივე მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ, როგორც "გირჩმა" აღმოაჩინა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, როდესაც მათი პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთ კონკურენტს 2 ათასი ხმა საფუძვლის გარეშე ჰქონდა მიწერილი.

"თქვან სად გაუყალბდათ და რომ დავიჯერებთ ჩვენც, როგორც ზურაბ ჯაფარიძეზე დავიჯერეთ, რომ 2000 ხმა ანა დოლიძეზე ციდან ჩამოვარდა, ესე დავიჯერებ, მერე დავიჯერებ, რომ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში და გავიდეთ ქუჩაში,"- აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები