29 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება - ცესკოს ბოლო მონაცემები ცნობილია

ცესკოს ბოლო მონაცემებით თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

საქართველოს დედაქალაქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს თბილისში მეორე ტურები გაიმართება. პირველ ტურში კი, ხმები ასე გადანაწილდა:

გლდანის მაჟორიტარული ოლქი ერთადერთია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს:

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია: 43,88 %
"ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან კობიაშვილი: 42,69 %

საბურთალო:
"ქართული ოცნების" კანდიდატი დავით სერგეენკო: 43,23%
ალეკო ელისაშვილი: 19,16%

სამგორი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი სოზარ სუბარი: 45,87%
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი 39,18% 

ისანი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კახიშვილი: 46,74%
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე: 27,23 %

"სტრატეგია აღმაშენებლის" კანდიდატი გიორგი ვაშაძე: 13,77%

დიდუბე-ჩუღურეთი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი გია ვოლსკი: 42,76%
"გირჩის" კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე: 21,09%

ნაძალადევი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი: 43,76%
"ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი: 25,01%.

მთაწმინდა-კრწანისი:
"ქართული ოცნების" კანდიდატი ბექა ოდიშარია: 44,81%
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი შალვა შავგულიძე: 29,45%

ვაკე:
"ქართული ოცნების" კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 42,24%

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია: 35,55 %

დღის ამბები