29 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
გლდანის მაჟორიტარულ ოლქში პირველ ადგილზე 43.88%-ით ნიკა მელია გავიდა

ამ დროისთვის, თბილისის თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მონაცემი 100%-ით არის დათვლილი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, თბილისსა და მთლიანად ყველა მაჟორიტარულ ოლქებს შორის #8 ოლქი არის ერთადერთი, სადაც პირველ ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენელი გავიდა.

გლდანის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა ნიკა მელიამ 43.88% მიიღო, რაც 31094 ხმაა. მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან ლევან კობიაშვილმა 42.69% - 30246 ხმა.

გლდანში, ისევე როგორც თბილისის სხვა ოლქებში და რეგიონის რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტური იგეგმება.

 

დღის ამბები