29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"ქართული ოცნება" 45,8%, "ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 26,4% - "სამართლიანი არჩევნები" პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

"სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა.ორგანიზაციის მიერ ხმების დათვლის პარალელური შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 45.8% მიიღო.  ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 45.1%, მაქსიმალური შედეგი კი – 46.5%. ცდომილების ხარისხი არის 0.7 %.

პარალელური ხმების შედეგები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 45,8%;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 26,4%;

"გირჩი" – 2,8%;

"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 3,7%;

"ლელო მამუკა ხაზარაძე" – 3,1%;

"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1,0%;

"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" – 1,3%;

საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,0%;

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 3,1%.

აქტივობა იყო 56,7% . ორგანიზაცია დარღვევებზე საუბრობს. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა 94 საჩივარი დაწერეს.

პარალელური დათვლის შედეგები "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ წარადგინა.

დღის ამბები