29 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში უპირობოდ ვიმარჯვებთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი" მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელოდებიან, რომ პარტიის მანდატები პარლამენტში 92-მდე გაიზრდება. 

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა ხელის შემშლელი ფაქტორები, მათ შორის პანდემია, რამაც ნაწილობრივ იმოქმედა არჩევნებზე. მისი შეფასებით, არჩევნები რომ თვენახევრის წინ ჩატარებულიყო, "ქართული ოცნება" 60%-ს მიიღებდა. 

"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, დარჩენილია 16 გამანაწილებელი მანდატი და შედეგების მიხედვით, ეს მანდატები "ქართულ ოცნებას" მიეკუთვნება. შესაბამისად, მოლოდინი არის ის, რომ "ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობა პარლამენტში 92 მანდატამდე გაიზრდება. ეს პროგნოზი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა ნეგატიური დინამიკა აჩვენა.

მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერზე გარკვეული გავლენა არსებულმა პანდემიამაც მოახდინა. თორემ, რეალურად, თვენახევრის წინ რომ ჩატარებულიყო არჩევნები, სადღაც 60%-იანი შედეგი იყო მოსალოდნელი. ჩვენ ძირითადად პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გვექნება მეორე ტური და იქ უკვე დარწმუნებულები ვართ, რომ უპირობოდ გავიმარჯვებთ. როდესაც პირველ ტურში დაახლოებით 49%-ს იღებ, ალბათობა მაღალია, რომ მეორე ტურში იმარჯვებ. 

რაც შეეხება გარკვეულ ხარვეზებს, მაგალითად - ოქმებთან დაკავშირებით, ეს მარტივი ხარვეზებია, რაც ყველა არჩევნებზე ხდება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები