29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
შსს-მ არჩევნების დღეს, სულ 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. 

"პოლიციამ საქართველოს მასშტაბით, არჩევნების დღეს, სულ 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ასევე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო 16 კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეზე. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში "ტვ პირველის" ჟურნალისტზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, 154-ე მუხლის პირველი ნაწილი დაემატა, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება თბილისში, მე-40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში 39-ე და მე-40 უბნების ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. ასევე სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული გამოძიება, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ 78-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

სსკ-ს 187-ე და 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში №90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება;

სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიმიდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი;

სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენთათან დაკავშირებით;

სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 126 -ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

როგორც ზემოთ ავღნიშნე პოლიციამ 16 ფატზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დაკავდა 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები. ამასთან მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ აქტიური თანამშრომლობისთვის როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების დღეს," - განაცხადა კახა საბანაძემ. 

დღის ამბები