29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
"ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ ვაპირებთ, მაგრამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვითანამშომლებ ყველასთან - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ყოფილა, სადაც ყველა ბედნიერი, ყველა გამარჯვებული და კმაყოფილია. მის თქმით, სიტუაცია ჯერ გაურკვეველია თუ ნინ არის გამარჯვებული, რადგან "ქართული ოცნებაც" ზეიმობს, "ნაციონალური მოძრაობაც" და დანარჩენი ოპოზიციაც.

თუმცა საბურთალოს რაიონის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ის "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას გამორიცხავს.

"ჯერ გაირკვეს, როგორი მოცემულობა გვაქვს, ოპოზიციური კოალიცია უნდა შეიქმნას, თუ "ქართული ოცნება" უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ეს საკითხია გაუგებარი.

"ჩვენ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ ვაპირებთ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა ჩემი პირადი დამოკიდებულებებით ვიქცევი ხოლმე პოლიტიკაში, მაგრამ ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რაც იქნება, იმ საკითხზე ვითანმშომლებ ყველასთან.

ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ეგზიტპოლის, თან ძალიან განსხვავებული შედეგები და ველოდებით, ხმის დათვლის პროცესი მიდის. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს, ვინც კორონავირუსის ფონზე არ დაიზარა და წავიდა არჩევნებზე. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ჩვენ აგვირჩია. 

ჩვენ 150 ათასი ლარით ჩავატარეთ არჩევნები, სხვების მილიონების ფონზე და კარგია, რომ პარლამენტში ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ რა ინფორმაციაც მოგვდის, ჩვენი შედეგები იქნება ვიდრე ეგზიტპოლებით არის ნაჩვენები. დიდი ალბათობით საბურთალოზე იქნება მეორე ტური. პირველადი შედეგებით, მეორე ტურში ვიქნებით მე და ბატონი სერგეენკო,"- განაცხადა "ღამის კურიერში" პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები