ხმაური ბათუმის ოლქის 91-ე საარჩევნო უბანზე - ვითარებას მას შემდეგ დაიძაბა, რაც გონიოში ამ უბანზე ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე გამოჩდნენ. გონიოს მოსახლეობამ მათ საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით 1 საათს გრძელდებოდა. საბოლოოდ სიტუაცია სამართალდამცავებმა განმუხტეს. ადგილზე ამ დრომდე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე იმყოფებიან როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ისინი კონკრეტულად ამ უბანზე ხმების დათვლის პროცედურის დასრულებას ელოდებიან.
"მოსახლეობის მხრიდან იყო პროტესტი, რომ არ შესულიყო უბანზე და არ მიეღო აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში ჩვენთან. ვერ შევიდა იმიტომ, რომ მოსახლეობა მოუწოდებდა," - განაცხადა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
რაც შეეხება ბოლო მონაცემებს რეგიონში, 314 889 ამომრჩევლიდან დღეს ხმა მხოლოდ 186 182-მა მოქალაქემ. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეს საერთო რაოდენობის მხოლოდ 59,12%-ია. დღეს ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის ოლქში დაფიქსირდა.