29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
გოგი მეშველიანი თითქმის დარწმუნებულია, რომ ბოლნისი-დმანისის-წალკის რეგიონში პირველსავე ტურში გაიმარჯვებს

ბოლნისში არჩევნებმა იმაზე გაცილებით მშვიდად ჩაიარა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ეს ტერიტორიული ერთეული ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად, რადგან თავად მხარეები აცხადებდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ძალადობა.

"ქართული ოცნების" კანდიდატი ბოლნისი-დმანისის-წალკის რეგიონში გოგი მეშველიანი თითქმის დარწმუნებულია, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

"არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, დილის შემდეგ, ამ დრომდე მნიშვნელოვანი ექსცესები დაფიქსირებული არ არის.

წინასწარი შედეგები გვაქვს რამდენიმე უბნიდან და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისში საკმაოდ მაღალი შედეგი გვექნება. ასევე, ველოდებით შედეგებს სხვა მუნიციპალიტეტებიდან. თუმცა, წინასწარი შეფასებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ,"-განაცხადა გოგი მეშველიანმა. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიების გაჩუქებაში გარეულ პირებს სხვა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ.

"დააკვირდნენ და ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ დაიწერონ შუბლზე - რომ იმ დისკრიმინაციულ რეჟიმს, რომელსაც ხელი აქვს გარეული, როგორც ვეტერანები საუბრობენ, მათი თანამებრძოლების მკვლელობაში და ქვეყნის ტერიტორიების გაჩუქებაში, ჩემი აზრით, ცოტა უფრო სხვა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება ეიფორიას და ფეხების ბაკუნს, აქ ვართ საქართველოს ის ღირსეული ნაწილი, რომელიც უზრუნველვყოფთ იმის პრევენციას, რომ არ ისპეკულირონ ჩვენი სახელით,"-განაცხადა კობა კობალაძემ. 

დღის ამბები