29 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ხმაური მარნეულის მე-3 უბანზე - ენმ არჩევნების გაყალბების ფაქტებზე საუბრობს და შედეგების გაუქმებას ითხოვს

ამ წუთებში მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმაურია, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც საარჩევნო უბნის შესასვლელთან დგანან და იცავენ საარჩევნო უბანს.

"კურიერი" მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს აზერ სულეიმანოვს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე მარნეულში ხმების გაყალბება ხდებოდა და როგორც აზერ სულეიმანოვი აცხადებს, რამდენიმე წუთით საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა. სულეიმანოვის ინფორმაციით, სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა ხმების გაყალბება.

"ნაციონალური მოძრაობა" მე-3 საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას და ამ უბანზე დაფიქსირებული შედეგების გაუქმებას ითხოვს.

"ელჩინ ჯაფარლიმ და ანტონ ისმაილოვმა ჩაყარეს ძალიან ბევრი ბიულეტენები. მოვიდა "ოცნების" 2 ადამიანი, გათიშა ელექტროენერგია და ჩაყარა ხმები და ახლა დაველოდოთ რა პასუხი იქნება "ოცნებიდან" და კომისიის თავმჯდომარისგან," - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

ადგილზე ასევე მარნეულის პოლიციის უფროსიც იმყოფება. როგორც მან განაცხადა, რომ ამ დროისთვის მარნეულში ვითარება კონტროლირებადია.

დღის ამბები