ფოთში, #70 საარჩევნო ოლქში 32-ვე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. საარჩევნო პროცესმა ფოთში ექსცესების გარეშე ჩაიარა.
საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით აქტივობა საშუალოზე მაღალი იყო, სულ 22 764 ადამიანმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. ეს კი ამომრჩევლის დაახლოებით 55% შეადგენს. საოლქოს თავმჯდომარეს განცხადებით, ჯამში დღის განმავლობაში 18 საჩივარი იქნა დაწერილი.