29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი არბიტრი ისევ ეუთო/ოდირია  

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი არბიტრი, ისევე როგორც სხვა წინა არჩევნებში არის ეუთო-ოდირი.

ეუთოს მისია, მანდატის შესაბამისად, უკვე 25 სექტემბერს შეუდგა მუშაობას. სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ჯილიან სტირკი ხელმძღვანელობს, თბილისში მომუშავე 13-წევრიანი ძირითადი გუნდისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ.

მისიის წევრები ეუთოს წევრი 20 ქვეყნიდან შეირჩა. სულ საქართველოს არჩევნებს 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი აკვირდება.

დღის ამბები