29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
რომ გაემარჯვა დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და დარეკვა ვერ გაბედა - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონებში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე, 24 უბნის მონაცემებია შემოსული. 

"როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში. ეს არის პირველი მონაცემები, რომელიც არის შემოსული 24 უბნიდან. ჯერჯერობით, 24 უბნის მონაცემებია შემოსული.

ტენდენცია გამოკვეთილია, რომ რეგიონებში დამაჯერებლად, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები.

თბილისის არცერთი უბანი, ჯერ ჯერობით დათვლილი არ არის და, შესაბამისად, მონაცემები არ არის შემოსული,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ ნიკა მელიას მისთვის არ დაურეკავს, რადგან საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის. 

"რომ გაემარჯვა დარეკავდა, მაგრამ ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ მაგალითად, წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ წააგებდა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები