29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 73 813-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

ქუთაისში ბოლო მონაცემებით 73 813 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 47,62 პროცენტს შეადგენს.

მონაცემები, წინა არჩევნებთან შედარებით, 6% პროცენტით მეტია. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქოში შესულია 18 საჩივარი.

კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვილის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულია და შედეგებზე ვერ მოახდენს გავლენას.

დღის ამბები