29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ზუგდიდში არჩევნებზე 55 ათასზე მეტი მოქალაქე მივიდა

ზუგდიდში არჩევნებზე 55 ათასზე მეტი მოქალაქე მივიდა. ზუგდიდის #27 სამაჟორიტარო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა საერთო რაოდენობის 46,10%-მა პროცენტმა მოიღო, რაც 55 427 მოქალაქეა.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ყველა უბანი რვა საათზე დაიხურა, გარდა ორი უბნისა, სადაც ხმას თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები აძლევენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა. მის თქმით, 20:00 საათის მონაცემებით, სულ რეგისტრირებული 120 312 ამომრჩევლიდან, საკუთარი არჩევანი 55 427-მა მოქალაქემ დააფიქსირა. სულ დაიწერა 16 საჩივარი.

დღის ამბები