29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ივანიშვილი ვერ მოახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს და ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მმართველმა ძალამ თბილისი წააგო. 

"ეგზიტპოლების შედეგების გაყალბება, "ქართული ოცნებისთვის" ახალი არ არის. ამის საილუსტრაციოდ გაგახსენებთ 2018 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 52 %, რეალურად მან მიიღო 37 %. ჩვენთვის დამაჯერებელია "იფსოსის" ეგზიტპოლი, რომელიც არასდროს შემცდარა, თუმცა ჩვენ ყველა ველოდებით, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელსაც ცესკო გამოაცხადებს. 

შედეგები თქვენც ალბათ ნახეთ, რომ ევროპული მიმართების პარტიებმა განაცხადეს, ივანიშვილს არცერთ შემთხვევაში არ შეუქმნიან მთავრობას, არიან აშკარა უმრავლესობაში. ივანიშვილი ვერ მოახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას. ამ შედეგების მიხედვით, ივანიშვილმა პირწმინდად წააგო თბილისი, მან წააგო დიდი ქალაქები და მთავარია, რომ 57 % არის მომხრე ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის,"-აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 

დღის ამბები