29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
არჩევნებზე ყველაზე რთული სიტუაცია კვლავ ქვემო ქართლში იყო - რეგიონში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

არჩევნების დღეს ყველაზე რთულ რეგიონად, ტრადიციულად ქვემო ქართლი ითვლება. ამ რეგიონმა დაპირისპირებების სამწუხარო ტრადიციას არც ამჯერად უღალატა, რეგიონში რამდენჯერმე მოხდა ინციდენტი, მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ამას დაემატა ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან საარჩევნო უბანთან ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობა.

უბანზე იარაღით მივიდა განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც თავის დროზე თავდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრიც იყო. იარაღს არ მალავდა არც კახა ოქრიაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ იარაღის ტარების უფლება აქვს.

დღის ამბები