ცნობილი მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შოტლანდიელი მსახიობი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯეიმს ბონდის როლის შესრულების გამო. კარიერის მანძილზე არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის - ოსკარი, ორი Bafta და სამი ოქროს გლობუსი.