29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
"ეს არაა არჩევნები, ესაა ფულით ყიდვა" - გიორგი ვაშაძემ 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებით საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხდება ფიზიკური ძალადობა მათ წარმომადგენლებზე, პოლიციის მხრიდან კი არ ხდება სათანადო რეაგირება.

"ამის დაშვება არ შეიძლება, ეს არაა არჩევნები, ესაა ფულით ყიდვა, მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ შეეხმიანონ "ქართულ ოცნებას", რათა აღიკვეთოს ასეთი ფაქტები," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები