29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე, ქვეყნის ბედი წყდება და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლას და ხმის მიცემას მოუწოდებს. მისი თქმით დღეს წყდება ქვეყნის ბედი და არა კონკრეტული ადამიანების. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, სახელისუფლებო პროპაგანდის მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა შეინიშნება.

"რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოდან, არის ის, რომ ჩვენი ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობაა. ეს მაგარია, იმიტომ, რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იყო იმაზე მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ. როცა სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და თავისი ხალხი ისედაც მიჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა.

ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლა ქვეყნის ბედი წყდება, და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით,"-განაცხადა სპეციალურ ვიდეომიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები