29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება - კელი დეგნანი

ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"მოხარული ვარ რომ მარნეულში ვიმყოფები საარჩევნო დამკვირვებლად.მიხარია რომ ვხედავ ხალხს  რომლებიც მოდიან ხმის მისაცემად,ისინი იცავენ წესებს , სოციალურ დისტანციასა და ატარებენ პირბადეს. მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა შეძლოს  საკუთარი პოლიტიკური ლიდერისთვის  თავისუფლად ხმის მიცემა.ასეთ დროს ადგილი არაა  პროცეესში რაიმე სახით ჩარევის,ან ამომრჩევლის იძულების რომ მათ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ. დღეს საქართველოს სხვადასხვა წერტილში  ჩვენი 75 ზე მეტი დამკვირვებელი იმყოფება . ეს მნიშვნელოვანი დღეა ,გვსურს ამ დღით საქართველომ იამაყოს. რასაც ვხედავ არჩევნები მშვიდობიან გარემოში მიმდიბარეობს და იმედი მაქვს ეს ტენდენცია შენარჩუნდება," - განაცხადა დეგნანმა. 

დღის ამბები