29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრის, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მან დღეს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს," - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ზვიად კუპრავას განცხადებით, დიდ დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და დამკვირვებელს

მინისტრის მოადგილის თქმით, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები