29 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო - სალომე ზურაბიშვილი

გორთან მომხდარ ავტოავარიას, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს:

"მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,"- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

შეგახსენებთ, გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. აღნიშნული მიკროავტობუსით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.

დღის ამბები