29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და გახშირებული ზეწოლის ფაქტები - საიას შუალედური ანგარიში

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და გახშირებული ზეწოლის ფაქტები - ეს ის მთავარი დარღვევებია, რაზეც ანგარიშში მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს.

"პირველი ეს არის მმართველი პარტიისა და ხელისუფლების გამიჯვნის პრობლემა, მეორე ეს არის ძალადობრივი და მუქარის შემცველი ფაქტები და მესამე არის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლა. ცხადია იყო შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის მოსყიდვასაც და ჩვენ პრაქტიკულად სამივე ანგარიშში ამაზე ვსაუბრობთ, კონკრეტული მაგალითები გვყავს მოყვანილი, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, ინდივიდუალური მოსყიდვის ფაქტების მიღმა ბევრად უფრო დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს საბოლოო შედეგების ფორმირებაზე იმ პროგრამებმა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა, თუმცა მთავარი შეტყობინება იყო, რომ ეს არის არა ხელისუფლების მიერ ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები, არამედ მმართველი პარტიის დამსახურება," - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე" სულხან სალაძე.

დღის ამბები