ტუნისელი მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა - ბიბისის ინფორმაციით 21 წლის ეჭვმიტანილს "წითელი ჯვრის" იტალიის წარმომადგენლობის დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც გასულ თვეში, იტალიის ერთ-ერთ კუნძულზე მიგრანტთა ნავით მისი ჩასვლის შემდეგაა გაცემული.
საფრანგეთში მომხდარს ევროპის ღირებულებებზე თავდასხმად აფასებენ ევროპელი ლიდერები. ისინი ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
გუშინ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი "ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმად" შეაფასა.