29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები - გიორგი გახარია გორში მომხდარ ავარიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გიორგი გახარიამ სამეგრელოს რეგიონს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. 

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. მიკროავტობუსი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

დღის ამბები