29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ტერაქტი ნიცაში - საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის ნიშნული მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა

დღეს ტერაქტი მოხდა საფრანგეთის რივიერაზე, ქალაქ ნიცაში, სადაც 3 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. დაჭრილია კიდევ რამდენიმე მოქალაქე.

დამნაშავე დაკავებისას პოლიციამ დაჭრა და ამჟამად ის ჰოსპიტალშია მოთავსებული. ტერორისტის ვინაობასა და მოტივებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო, საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის ნიშნული მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საფრანგეთის პრემიერმა ნიცაში მომხდარ ფაქტს ბარბაროსული აქტი უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა სწრაფ და მტკიცე პასუხს გასცემს მომხდარ ტერორისტულ აქტს.

დღის ამბები