29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
იმიტომ ვიმღერე რუსულად, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ - ბუბა კიკაბიძე

"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რომ სიმღერა "თბილისოს" ნაწილი რუსულად იმიტომ შეასრულა, რომ მათ გაეგოთ, რა ლამაზი ქვეყანა ვართ.

ბუბა კიკაბიძეს განმარტება მას შემდეგ მოუხდა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ რუსულად ნამღერ "თბილისოს" უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. 

"პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხის წინაშე ახლა დამირეკეს, რატომ იმღერე თბილისოს ორი კუბლეტი რუსულადო. მე ვუთხარი, იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ,"-განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს იმაში, რაც სცენიდან მოისმინა. 

"მე ნამდვილად არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი, მაგრამ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რაც მე მოვისმინე სცენიდან. ეს სიმღერა თავიდანვე შექმნილი იყო ასე. ეს არის ცნობილი სიმღერა, რომელიც ორ ენაზეა. გაიგონ ოკუპანტებმა, როგორ კარგ ქალაქში ვცხოვრობთ. ასე რომ, ეს არ არის პრობლემა,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები