29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის მაჩვენებლები გაორმაგდა - მთავრობა Lockdown-ის შესაძლებლობას არ განიხილავს

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის მაჩვენებლები გაორმაგდა. ამ პერიოდში 16 904 ფაქტი დადასტურდა, გარდაიცვალა 130 პაციენტი, 8 566 პირი კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა, განსაკუთრებით, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

თბილისში 183 სააღმზრდელო დაწესებულებიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გამო 91 ბაღი დახურულია. 

პაციენტების მომატებული ნაკადის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია და, დამატებით, 15 კლინიკაა რეზერვში, რომელიც კოვიდ ცენტრად უნდა გადაკეთდეს. 

მთავრობა "ლოკდაუნის" შესაძლებლობას არ განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული. 

დღის ამბები