29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კავშირში ამჯერად "ოცნებას" ადანაშაულებენ - წინასაარჩევნო ურთიერთბრალდებები გრძელდება

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ "ქართული ოცნება" სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კავშირში დაადანაშაულა.

"საზოგადოებრივი დამცველი", "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის", "განათლებისა და თანასწორობის ცენტრი", "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი" - სწორედ ესაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ჩამონათვალი, რომელზეც თამარ კორძაია საუბრობს. პოლიტიკოსის მტკიცებით, სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული ჯგუფებიდან, 677 ათასი ლარი "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულ ორგანიზაციებზე გადანაწილდა. 

ბრალდებებს უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მმართველ გუნდში კი განცხადებას, არასერიოზულს უწოდებენ. 

თამარ კორძაიას სპეციალურ ბრიფინგს წინ უძღოდა თეა წულუკიანის განცხადებები. 2 დღის წინ, "ქართული ოცნების" სიის მეოთხე ნომერმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად, კავშირშია ოპოზიციურ პარტიებთან.

დღის ამბები