29 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
დაპირისპირება "ქართულ მარშთან" და რუსულად ამღერებული ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისში შემაჯამებელი აქცია გამართა

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" საარჩევნო ბოლო აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაერთიანებული ოპოზიციის თბილისში დაგეგმილ შემაჯამებელ ღონისძიებას წინ უძღოდა დაპირისპირება რუსთავის გზაზე, სადაც აქტივისტებს გზა სანდრო ბრეგაძემ გადაუღობა.

სანდრო ბრეგაძე "ქართულ მარშთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ქვემო ფონიჭალასთან დახვდა და აქტივისტებს გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიების გამო პარალიზებული იყო მოძრაობა თბილისის ცენტრშიც. მხარდამჭერები დედაქალაქში რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. "ძალა ერთობაშიას" სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ  ერთ-ერთი სიმღერა რუსულად შეასრულა. 

დამსწრეებს ონლაინ ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც. ბუბა კიკაბიძისა და მიხეილ სააკაშვილის გარდა "ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას" ღონისძიებაზე პაატა ბურჭულაძეც გამოჩნდა.

 

 

დღის ამბები