29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"არა-სააკაშვილს! არა-ბოკერიას! არა-ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს!" - ქუთაისში აქცია- მსვლელობა გაიმართა

"არა-სააკაშვილსარა-ბოკერიასარა-ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს! - ასეთი დევიზით ქუთაისში აქცია- მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და გააკეთეს მოწოდება "ქუთაისი ნაცების გარეშე".

მათი განცხადებით, მათი მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ ქუთაისელთა უმეტესობა მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს.  

მოგვიანებით აქციას პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე შეუერთდნენ. 
აქციაზე იმყოფებიან, გუბერნიის, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ია მეტრეველმა.  

"დღეს მე მომიწევს თქვენს წინ წარდგომა და არის დიდი პატივი. მე მინდა ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალაქში ცოდნის ტაძრის მშენებლობისთვის. ბატონ ბიძინას მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველის მაგივრად. 

რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკშვილის 9 წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიძის დედა. ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში. აქ არიან ასევე ის დედები და ოჯახის წევრები, რომლების ასევე ქუჩაში დახვრიტეს. იმიტომ ჩამოვედი, რომ სრულიად საქარველოს გავაგონო ხმა, ვინც განაწყენებულია "ოცნებაზე" - ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და სრულიად საქარველოს ვთხოვ, გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით 9 წელი, სწორედ ამის მოწოდება მინდა! ყველანი მივიდეთ არჩევნებზე"-განაცხადა ია მეტრეველმა.

დღის ამბები