29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
არ შეიძლება კობახიძეზე სერიოზული კომენტარების გაკეთება, ავადმყოფი უფროსის აზრებს გადმოსცემს - შალვა ნათელაშვილი

ოპოზიციის წევრები "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც ოპოზიციას ბრალდებებს უყენებს.

ოპოზიციის თქმით, მმართველი გუნდი აგონიაშია. 

"თუ ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიცია გეგმავს არეულობას, მიიღოს წინასწარი ზომები, როგორც ეს ყველა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, აგონიურ მდგომარეობაში არიან და ეს ჩანს უკვე მათი წაშლილი სახეებიდან," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

"არ შეიძლება ბატონ კობახიძეზე სერიოზული კომენტარების გაკეთება. ხომ ხედავთ ეს ადამიანი გადმოსცემს თავისი ავადმყოფი უფროსის ბიძინა ივანიშვილის უაღრესად ავადმყოფურ აზრებს," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები