29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"ქართული მარში" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს აქციაზე მისვლის საშუალებას არ აძლევს 

ხმაური და დაპირისპირება ფონიჭალაში - ამ წუთებში "ქართული მარშის" წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს არ აძლევენ საშუალებას, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.

ადგილზე სანდრო ბრეგაძე და "მარშის" სხვა აქტივისტები იმყოფებიან. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაჩერებულია - "ქართული მარშის" წევრები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ქვემო ფონიჭალაში მყოფებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რომელმაც სამართალდამცველებს და შინაგან საქმეთა მინისტრს მოქმედებისკენ მოუწოდა. 

"მინდა მოვუწოდო ყველა სამართალდამცველს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, უზრუნველყავით, რომ ჩვენმა კოლონებმა, ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც უნდა შემოუერთდნენ დღევანდელ აქციას, გადაადგილდნენ თავისუფლად,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები