29 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს და 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

პარტია "მოქალაქეებმა" წინასაარჩევნოდ შეხვედრა გამართეს, საიდანაც კიდევ ერთხელ მიმართეს მოქალაქეებს და 31 ოქტომბერს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

"ყველას, ვისაც უნდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება, ყველას მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თითოეულ ხმას, დიახაც, აქვს ფასი. ამდენად ყველანი 31 ოქტომბერს ლაღად და თამამად, თავაწეულები უნდა წავიდეთ და ჩვენი გულის კარნახით გავაკეთოთ არჩევანი უკეთესი საქართველოსთვის," - განაცხადა პარტია "მოქალაქეების" ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები