საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათი თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ბაზას კვლავ აღადგენს.
"რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად Wizz Air, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი და 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოვეთ მისი ფრენები.
Wizz Air ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია ავიაკომპანიებს თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას, ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება," - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.