29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - ილჰამ ალიევის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმების დროს 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. აზერბაიჯანი რამდენიმე სოფლის გათავისუფლების შესახებ იუწყება და სომეხი სამხედროების მიერ ქალაქ ბარდაზე თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ილჰამ ალიევის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმების დროს 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში ქალაქ შუშაზე მიიტანეს, რა დროსაც ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ სომხეთი ყარაბაღის ტერიტორიას ნებაყოფლობით არ დატოვებს, მაშინ მათი გაძევება მოუწევთ.

სამი საზავო შეთანხმების მიუხედავად კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას გმობს ევროკავშირი და მხარეებს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები