29 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ავარია ნაფარეულში - 44 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაფარეულში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა ორი კი დაშავდა.

"რუსთავი2-ს" თვითმხილველებმა უთხრეს, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქ მანქანას საბურავი დაუზიანდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 44 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა.

მათგან ერთმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, მეორეს კი შესაბამისი მკურნალობა თელავის რეფერალურ სავადმყოფოში უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვე ნაწილით მიმდინარეობს. 

დღის ამბები