29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ხელისუფლების ბრალდებები ოპოზიციას - "ოცნებამ" არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ოპოზიციასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები გაასაჯაროვა

"ქართულმა ოცნებამ" არჩევნებამდე ორი დღით ადრე ოპოზიციასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები გაასაჯაროვა. პარტიის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონკრეტული გვერდები და რიცხვებიც წარადგინა.

იმ "ფეისბუკ" გვერდების ადმინისტრატორები, რომლებიც "ფეიკნიუსებს" ავრცელებენ, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი და გიორგი კაპანაძე არიან. მმართველი გუნდის ლიდერმა დღეს ყალბი ამბების გავრცელების კონტექსტში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერიც ახსენა.

მამუკა მდინარაძემ, ყალბი ანგარიშების გამოყენებით, ხელისუფლების წევრი ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა.

დღის ამბები