თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა "შარლი ებდომ“ თურქეთის პრეზიდენტის , რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კარიკატურა გამოაქვეყნა, სადაც ნახევრადშიშველი ერდოღანი სავარძელში ზის და ჰიჯაბში გამოწყობილ ოფიციანტს კაბას უწევს.
კარიკატურის გამოქვეყნებამ თურქეთში გაღიზინება გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პუბლიკაცია გააკრიტიკა და გამოცემა კულტურული რასიზმისა და სიძულვილის გავრცელებაში დაადანაშაულა. თურქეთი საფრანგეთს შესაბამისი სამართლებრივ და დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამითაც დაემუქრა. ქვეყნის პროკურორებმა კი შარლი ებდოს აღმასრულებელი პირების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
თავის მხრივ, საფრანგეთმა ანკარადან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია.
მანამდე ერდოღანმა ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა, ემანუელ მაკრონი კი ისლამის საწინააღმდეგო ნაბიჯებში დაადანაშაულა და მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება ურჩია.
თურქეთის პრეზიდენეტის ქმედებები გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დომენიკ რააბმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.
გუშინ კი ემანუელ მაკრონის კარიკატურა ირანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა და მას “ფრანგი ეშმაკი” უწოდა.