29 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" ცესკოსგან თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რეგისტრაციის ვადის 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივებას მოითხოვს

"ლეიბორისტული პარტია" ცესკოსგან თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რეგისტრაციის ვადის 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივებას მოითხოვს.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები, ამ მოთხოვნით ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. "მოდი არჩევნებზე" ამ მოწოდებით მათ შენობის მიმდებარედ პლაკატიც გამოფინეს.

ცესკოს გადაწყვეტილების გაპროტესტების გარდა, მათ მოქალაქეებს კენჭისყრის დღეს აქტიურობისკენ მოუწოდეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა აქციაზე ინციდენტები არ მომხდარა.

პარტიის წევრები რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას 30 სექტემბრამდე მოითხოვენ. 

დღის ამბები