29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
შვილის დაკავების შემდგომ განიცადა მძიმე ემოციური დარტყმა და მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეირყა - თამაზ ხომასურიძის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამას ბრალი დაუმძიმდა. მას ცრუ ჩვენების მიცემასთან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან და მუქარასთან ერთად გამოძიება უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმასაც ედავება.

ბრალდებულმა დღეს ბრალიც აღიარა. საქალაქო სასამართლოში თამაზ ხომასურიძის წინასასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ბრალდებულმა განმარტა, რომ შვილის დაკავების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდა და მისი ყველა დანაშაულებრივი ქმედება ამან გამოიწვია. დღესვე ხომასურიძეს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის ზ.ხ.-ს დაკავების შემდგომ მან განიცადა მძიმე ემოციური დარტყმა და ამის საფუძველზე მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეირყა.

ბრალი დაუმძიმდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ. ბრალდება მას ედავება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას," - განაცხადა თამაზ ხომასურიძის ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა.

დღის ამბები