29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ვინ იყენებს არჩევნებისთვის სოციალური ქსელის ყალბ ანგარიშებს - არაკანონიერი მეთოდებით ბრძოლაში ოპოზიციას "ქართული ოცნება" ადანაშაულებს

ვინ იყენებს არჩევნებისთვის სოციალური ქსელის ყალბ ანგარიშებს - არაკანონიერი მეთოდებით ბრძოლაში ოპოზიციას "ქართული ოცნება" ადანაშაულებს.

დღის განმავლობაში მმართველი პარტიის ოფისში ორ ბრიფინგზე ითქვა, რომ გაშიფრულია სქემა, რომლითაც ხელისუფლებას მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან, მეთოდები კი განსხვავდება.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მათი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა დაიანგარიშეს ის თანხაც, რომელიც ოპონენტებმა სოციალურ ქსელებში არსებული ანგარიშების დასპონსორებისთვის გამოიყენეს​. მათ ნაწილს ეს ინფორმაცია დამალული აქვს.

"რაზე მუშაობს ეს სისტემა - ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა რგოლი ამ სისტემისა - პირველი, ეს არის ეკლესიის დისკრეტიდაცია; მეორე - ეს არის ყალბი ამბების გავრცელება და მიმდინარე ამბებთან დაკავშირებული "ფეიქების" შექმნა და კორონავირუსთან დაკავშირებული მენეჯმენტის დისკრედიტირება და რა თქმა უნდა, არ გაგვკვირვებია - ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც მოიცავს, თავის მხრივ, სიძულვილის ენას, სექსიზმს და ა.შ.

ასევე - პანდემიის თემით მანიპულირება და სამედიცინო სფეროს ე.წ. გაშავება, რაც ამ სისტემის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ. 

ჩვენ რამდენიმე ქალის, მმართველი პარტიის წარმომადგენლის სქრინი არ წარმოვადგინეთ, იმდენად უხერხული სანახავი იყო, გავრცელებაზე რომ არაფერი ვთქვათ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები