29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
გორი-კასპისა და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქებში კომისიის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კოვიდ პანდემიის გამო პირველი პრობლემები გამოჩნდა საარჩევნო ოლქებში. პერსონალის ტესტირების შედეგებმა ინფიცირების შემთხვევები გამოავლინა. სამაჟორიტარო ოლქების ხელმძღვანელებს ახლა თანამშრომლობის შეცვლა უწევთ.

მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, გორი - კასპის ოლქში უბანზე უკვე შეცვლილია თანამშრომლები და ამ დროისთვის ადამიანური რესურსის პრობლემა არ დგას. ის ამშვიდებს ამომრჩეველს და აცხადებს, რომ ყველა წესის დაცვით ჩატარდება საარჩევნო პროცესი და ამომრჩეველს უბნებზე საფრთხე არ ემუქრება.

10 თანამშრომელი აღმოჩნდა დაინფიცირებული ხაშური-ქარელის სამაჟორიტარო ოლქშიც. აქაც ხორციელდება ჩანაცვლების პროცესი.

დღის ამბები