29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ფილადელფიაში პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას არეულობა მოჰყვა

ფილადელფიაში პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას არეულობა მოჰყვა. როგორც "ფოქს ნიუსი" იტყობინება, დემონსტრანტები თავდაპირველად პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყეს. მშვიდობიანი დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია 30-მდე სამართალდამცველი. დაკავებულია ათობით ადამიანი. ფილადელფიაში მობილიზებულია ეროვნული გვარდიის დანაყოფები. პოლიციის განცხადებით, ასობით ადამიანი ქალაქში მოროდიორობაში მონაწილეობს. რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ პორტ რიჩმონდის რაიონში მისვლას, სადაც არეულობის ფაქტები დაფიქსირდა.

დღის ამბები