29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 2197 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის   1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 33858-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2197-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი   14829  გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში   3507 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4022. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია  2344 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა. 

დღის ამბები